სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: სტუმრად სანკტ-პეტერბურგში.


პროექტის თემა: ერმიტაჟი - მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი მხატვრული და კულტურულ-ისტორიული მუზეუმი.


პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუნვითარდებად  ინტერნეტში მათთვის საინტერესო ინფორმაციის დამოუკიდებლათ მოძიების უნარი. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნიან ბუკლეტებს და წარმოადგენენ მას რუსულ ენაზე.


პროექტის მიზნები: იძიებენ მასალებს როგორც ინტერნეტში, ასევე ბიბლიოთეკაში. ატარებენ გამოკითხვას უფროსებთან. ახდენენ  ამ ინფორმაციის კლასიფიკაციას და ამზადებენ პრეზენტაციას რუსულ ენაზე.


მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეაგროვებენ ერმიტაჟის ფოტოსურათებს. შექმნიან ბუკლეტებს, სადაც მოათავსებენ ინფორმაციას ერმიტაჟის ბირთვზე - „ზამთრის სასახლეზე“.


პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა - 1 (პირველი დღე) -კლასს ვანაწილებ სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ლიდერი უნაწილებს ჯგუფის წევრებს დავალებებს.

აქტივობა -2 (პირველი დღე) - წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მუშაობთ ტურისტულ სააგენტოში და თქვენ უნდა შექმნათ ბუკლეტი ტურისტებისთვის.

აქტივობა -3  (პირველი დღე) - ჯგუფებს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია - პირველმა ჯგუფმა -სნ. პეტერბურგზე, მეორემ - ერმიტაჟზე.

აქტივობა -4  (მეორე დღე) - მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ პეტერბირგის დაარსებაზე, ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, ისტორიული ძეგლების შესახებ. ქალაქის მდებარეობაზე და ა.შ.

აქტივობა - 5  (მესამე დღე) - ჯგუფებმა მომზადებული ბუკლეტები უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე და გააკეთონ პრეზენტაცია რუსულ ენაზე.

აქტივობა - 6 (მესამე დღე) -  ვატარებ კონკურსს ჯგუფებს შორის ”საუკეთესო ბუკლეტი ტურისტებისათვის“.


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება , რუსული ენა.

შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ პროექტს წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენენ შესრულების ვადებს;
  • გუნდის წევრები მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავენ და ინაწილებენ ფუნქციებს;
  • გუნდის წევრები მოიზიებენ, შეარჩევენ და დაამუშავებენ ინფორმაციას; განახორციელებენ პროექტს;
  • შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით საბოლოოდ აუმჯობესებენ და ასრულებენ პროექტს.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ურუშაძე ლოლიტა

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: URUSHADZELOLITA@GMAIL.COM

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: urushadzelolita.blogspot.com